რომელი ქვეყნის თვითმფრინავმა დაბომბა ასადის არმიის ბანაკი…?

კვირა ღამით სირიის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დაირ ეზ-ზაურთან ასადის მომხრე სამთავრობო არმიის ბანაკი თვითმფრინავიდან დაიბომბა, შედეგად 3 ჯარისკაცის დაიღუპა და 13 დაიჭრა. ავიადარტყმის განხორციელებაზე კი – აქამდე არც ერთ ქვეყანას აუღია პასუხისმგებლობა…

ორშაბათ დილით სირიის ხელისუფლებამ, საკუთარი არმიის ბანაკის დაბომბვაზე პასუხისმგებლობა აშშ-ს ხელმძღვანელობით შემდგარი კოალიციის ბომბდამშენებს დააკისრა… თუმცა, როგორც ,,როიტერი,, ამერიკულ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, ამერიკული სარდლობა მომხდარში რუსულ ავიაციას ადანაშაულებს... ამერიკელთა განცხადებით, დაირ ეზ-ზაურის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს ,,ისლამური სახელმწიფოს,, მებრძოლები აკონტროლებენ და რუსების შეცდომაც ალბათ ამან გამოიწვია.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში,,ქვეყნის საერო ხელისუფლების შექმნაში დიდი როლი ითამაშა მართლმადიდებელურმა ეკლესიამ“
შემდეგი სტატიაპუტინი ცხინვალის სეპარატისტებთან კიდევ ერთ შეთანხმებას აკანონებს…