“როცა ხეების დარგვა ხდება, იქიდან გარკვეული რაოდენობა, ბუნებრივია, ხმება”

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, ხეების გახმობის პროცესს ბუნებრივს უწოდებს დედაქალაქის მერი. დავით ნარმანიას განცხადებით გამხმარი ხეების ჩანაცვლება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

”როცა ხეების დარგვა ხდება, იქიდან გარკვეული რაოდენობა, ბუნებრივია, ხმება, თუმცა მათი ჩანაცვლება ხდება მას შემდეგ, რაც ახალი სეზონი დადგება შემოდგომაზე. ის მცირე რაოდენობა, რაც გახმა, აუცილებლად ჩანაცვლდება, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ აბსოლუტური უმეტესობა არის გახარებული. იქ, სადაც ჩასანაცვლებელი იქნება, აუცილებლად ჩანაცვლდება. ჩანაცვლება ჩვენ ყველა კონტრაქტით გვაქვს გათვალისწინებული” , – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში, რეფერნდუმზე 1628 ადამიანმა დააფიქსირა საკუთარი პიზიცია
შემდეგი სტატიავალერი გელაშვილის საქმესთან დაკავშირებით ლიტველი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი სკაიპით დაიკითხა