ვალერი გელაშვილის საქმესთან დაკავშირებით ლიტველი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი სკაიპით დაიკითხა

ვალერი გელაშვილის საქმესთან დაკავშირებით ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესზე ლიტველი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი სკაიპით დაიკითხა.

ექსპერტმა განაცხადა, რომ ვალერი გელაშვილმა ლიტვის სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას თავად მიმართა, დაზიანებები, რომელიც მას აღენიშნებოდა მძიმე ხარისხის იყო.

ამით ბრალდების მხარემ საკუთარი მოწმეების დაკითხვა დაასრულა. დღესვე პროკურატურამ წერილობითი და ვიდეომტკიცებულებებიც გამოიკვლია.

შემდეგ სხდომაზე დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეების დაკითხვა დაიწყება. ვანო მერაბიშვილს ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ორგანიზებაში ედავებიან.

პროკურატურის მტკიცებით, ბიზნესმენს მერაბიშვილის დავალებით სოდის სპეცრაზმი ერეკლე კოდუას ხელმძღვანელობით სასტიკად გაუსწორდა. ამავე საქმეზე ბრალდებულია სოდ-ის ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა და სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გია სირაძე.

პროკურატურის მტკიცებით, თავდასხმის მოტივაცია სააკაშვილის წინააღმდეგ გელაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა.

banner
წინა სტატიაში“როცა ხეების დარგვა ხდება, იქიდან გარკვეული რაოდენობა, ბუნებრივია, ხმება”
შემდეგი სტატიავახტანგ რჩეულიშვილი: მე თქვენ გაჩვენებთ ახლა, ვინ არის დამნაშავე