„რაზბორკები“ ბიძინასთან

"ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს„რაზბორკები“ ბიძინასთან

 

რა მოხდება კვირას „ოცნების“ პოლიტსაბჭოზე

 

ყველაფერი კვირას გადაწყდება – დიახ, კვირას, 28 თებერვალს, „ოცნებაში“ დიდი „სხადნიაკია“, რაც იმას ნიშნავს, რომ კოალიციის პოლიტსაბჭო შეიკრიბება და „ცუდებსა“ და „კარეგებს“ გამოავლენს. მთავარი მსაჯული, ალბათ, ის „ბრძენი კაცი“ იქნება. ყოველ შემთხვევისთვის, ამ ეტაპზე არსებობს მოლოდინი, რომ „რაზბორკებს“ ბიძინა ივაიშვილიც დაესწრება და სწორედ ის გაადწყვეტს, ვინ წავა და ვინ დარჩება მმართველ გუნდში.

 

„ახლა, რეალურად რა მოხდება, ეს მამა-ღმერთმაც კი არ იცის. ერთადერთი, ვისაც „ოცნების“ მომავალზე წარმოდგეა აქვს, ეს ბიძინა ივანიშვილია, მაგრამ ის ისეთი კაცია, რომ გადაწყვეტილებებს წინასწარ არავის უთანხმებს და რაც ჩაფიქრებული აქვს, იმის შესახებ ხმამაღლა მოულოდნელად ამბობს ხოლმე. ზოგადად, მე მგონია, რომ იგივე გოგი თოფაძის განცხადებები ავტონომოიურ რეჟიმში არ გაკეთებულა, ანუ იმის თქმა მინდა, რომ თოფაძეს თუ არავინ უთხრა, თინა ხიდაშელს „დაარტყიო,“ ამ კაცის ნატურიდან გამომდინარე, თავად არ გადაწყვეტდა, ხიდაშელი ცუდ საქმეებში უნდა ვამხილიოო. რა დიდი მიხვედრა იმას უნდა, რომ თოფაძის უკან სწორედ პირველი „მოქალაქე“ დგას, თუმცა ეს მარტო ჩემი ვარაუდია,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც ასევე, არ გამორიცხავს, რომ კვირის „რაზბორკები“ ყოველგვარი შედეგის გარეშე დამთავრდეს.

 

„ჩემი აზრით, ბიძინა ხვდება, რომ კოალიციამ თავისი დრო მოჭამა, მაგრამ ალბათ, ისიც კარგად იცის, რომ არჩევნების წინ კოალიციის დაშლა, შეიძლება, ძვირი დაუჯდეს, მით უმეტეს, თუ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ თოფაძის მხარე დაიჭიროს. არავინ უარყოფს, რომ „რესპები“ ხალხში დიდი სიყვარულითა და ავტორიტეტით არ სარგებლობენ, მაგრამ შეხედეთ, როგორი სიტუაციაა: ჩვენს სამეზობლოში, საერთაშორისო ასპარეზს ვგულისხმობ, სიტუაცია არეულია – რუსეთ-თურქეთის დაპირიპისრება კულმინაციას აღწევს. მართალია, აშშ-ში ამ კონფლიქტში ღიად არ ერევა და ნატო-ც ამბობს, რომ ეს დაპირისპირება მისი საქმე არ არის, მაგრამ არავინ იცის, ხვალ-ზეგ სიტუაცია როგორ გადათამაშდება. უცებ ისე რომ მოხდეს, რომ რუსეთი ამ ბრძოლაში დამარცხდეს, მერე, სად წავა ივანიშვილი, რა დასავლეთს ბოდიშს მოუხდის, კარგად ვერ გავთვალე და „რესპებს“ ამიტომ შეველიო? თოფაძისა და მისი აზროვნების ხალხის მხარდაჭერა კი, ამ ეტაპზე, ისე გამოჩნდება, რომ ბიძინა თითქოს რუსეთის მოხმრეა. ჰოდა, ამიტომ მგონია, რომ ივანიშვილი არც მწვადს დაწვავს და არც – შამფურს, ანუ იმის თქმა მინდა, რომ კვირის „სხადნიაკზე“ ყველა მხარეს ზომიერად მიჯირყვნის და კრება მხიარული დარჩება,“ – გამოთქვამს თავის მოსაზრებას „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც ამ კონტექტსში იმასაც ამბობს, რომ ბოლო დროს ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია და თიტქმის არარავის ენდობა.

 

„მილიარდერი, იცით, რაზე გაბრაზდა? – „მაესტროს“ ამბები მისთვის ბოლო წვეთი იყო. თუ გახსოვთ, ნიკა გვარამიამ ერთ-ერთი სატელევეზიო გამოსვლისას რაღაც 5 მილიონი ახსენა, რომელიც თითქოს კოტე გოგელიასათან მივიდა. ჩემი ინფორმაციითაც, მართლა ასე იყო და ამ ფულის დანიშნულება ის იყო, რომ „მაესტრო“ მთლიანად დსახელისუფლებო ინტერესს გაატარებდა, მაგრამ მერე, როგორც მითხრეს, რაღაც მოხდა და სიტუაცია აირია. ჰოდა, ამ არეული სიტუაციის დალაგება ძმებ გაჩეჩილაძეებს დაევალა. მთელმა თბილისმა იცის, რომ „უცნობს“ ივანიშვილთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა და ერთმანეთს არც კი ელაპარაკებოდნენ, მაგრამ ქართული ანდაზა ხომ გაგიგიათ, გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო. გაჩეჩილაძეებს „მაესტროს“ ამბები ისე უნდა მოეგვარებინათ, რომ ხმაური და სკანდალი არ ატეხილიყო, ანუ იმას ვგულისხმობ, რომ გოგელა თამაშიდან უხმაუროდ უნდა გასულიყო, მაგრამ ძმებმა ამის გაკეთება ვერ შეძლეს და ბიძინაც ამიტომ გაბრაზდა. კაცს აჟიოტაჟი რომ სდომებოდა, როგორ ფიქრობთ, რამე წინ დაუდგებოდა? ამ ყველაფერს ხეების სკანდალიც დაემატა და ყოფილი პრემიერი მიხვდა, რომ მის გვერდით ისეთი კაცი არ არის, რომელიც საქმეს სუფთად და უმტკივნეულოდ გააკეთებს. ამ ფონზე, თოფაძემაც გადაამლაშა. კი, წეღან გითხარით, რომ თოფაძეს თინას საწინააღმდეგო განცხადებები თავისი სურვილით არ გაუკეთებია-მეთქი, მაგრამ არც ის უთქვამს ვიმეს, თინას პირდაპირ ციხეში გაშვება მოითხოვეო. მოკლედ, სიტუაცია უცებ აიჭრა, მაგრამ სხვებისგანაც გექნებათ გაგონილი, რომ ივანიშვილი ასეთ დროს თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში, ანუ მას ყველაზე კარგად კრიზისული სიტუაციებიდან გამოსავლის მოძებნა გამოსდის და ამას მისი ყოფილი ბიზნესპარტნიორებიც ადასტურებენ. ამიტომ, მგონია, რომ ახლაც ყველაფერს დაალაგებს და საზოგადოებას ეტყვის, რომ უკმაყოფილება და გაუგებრობა ყველგან ხდება, მთავარია, პრობლემა მოგვარდესო,“ – ასე აფასებს „თაიმერთან“ საუბრის დროს მმართველ გუნდში შექმნილ სიტუაცია ჩვენი ფარული რესპოდენტი, რომელსაც ივანიშვილთან მუშაობის არაპირდაპირი გამოცდილება აქვს და ყოფილი პემიერის ხასიათის შტრიხებს მეტ-ნაკლებად კარგად იცნობს.

 

„რაღაც გარკვეული ინფორმაციები კიდევ მაქვს, მაგრამ მათი გახმაურებისგან ჯერ თავს შევიკავებ. დაველოდოთ, კვირას რა მოხდება და დანარჩენ რაღაცებს მერე მოგიყვებით. ისე, თუ კვირას, ბიძინამ ვინმე დასაჯა, მინიმუმ, ყური მაინც აუწია და დატუქსა, მაშინ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციები მართალი იქნება და ანალიზიც უფრო საინტერესო გამოვა, – ასე დაამთავრა „თაიმერთან“ საუბარი ამჯერად ჩვენმა რესპოდენტმა, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა ისევ არ ისურვა და ხუმრობით აღნიშნა, – მოვასწრო, რაღაცები მოგიყვეთ, თორემ ხომ ხედავთ, თედო კობახიძე ცილისწმაბეისთვის კანონის გამკაცრებას ითხოვს და მალე შეიძლება, თავი ციმბირში მიკრან და ამით ყველას, ვინც მათი აზრით, ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებს, მაგალითი მისცენ, რომ ხმა აღარ ამოიღონ, თორემ დაისჯებიან.“

 

banner
წინა სტატიაშიკახა კოჟორიძე ტყიბულში მაღაროელებს ხვდება
შემდეგი სტატია“პროკურატურასა და “საერთაშორისო გამჭვირვალეობას” შორის მოულოდნელი და უცნაური დაახლოება შეიმჩნევა”