ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი, რასელ ქროუ, ევრო-2016-ზე პოლონური საფეხბურთო გუნდის თამაშს “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე ეხმაურება და ნაკრებს თამაშს უწონებს. “ყოჩაღ, პოლონეთი, უდაოდ კარგი შედეგია. მილიკს ორი ბურთის ვალი აქვს” – წერს მსახიობი პოლონელ ფეხბურთელზე, რომელმაც გერმანიასთან ბოლო მატჩში ორი საგოლე შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.
ფეხბურთელმა დღეს 52 წლის მსახიობს უპასუხა: “ბოდიში, მაქსიმუს”. რასელ ქროუმ მილიკს მაშინათვე მოწერა: “გუნდი დიდებულად თამაშობს. მე მჯერა თქვენი”.