ეგვიპტის ექს-პრეზიდენტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ეგვიპტის ექს-პრეზიდენტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

14ეგვიპტეში, ქაიროს სასამართლომ, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, მოჰამედ მურსს, კატარის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. იმავე საქმეზე კიდევ 6 პატიმარს ჰქონდა ბრალი წაყენებული, რომელთაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. სიკვდილმისჯილთა შორის “ალ-ჯაზირას” ორი ჟურნალისტია – ისინი დაუსწრებლად გასამართლდნენ.
მურსს ბრალი დასდეს არაკანონიერი ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და საიდუმლო დოკუმენტების მოპარვაში. ამასთანავე, ბრალდებამ ვერ დაამტკიცა ის, რომ მურსი კატარს დოკუმენტებს გადასცემდა.
განსანჯელებს ბრალის გასაჩივრება შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ მურსს 2015 წლის გაზაფხულზე ციხეებიდან პატიმრების მასობრივად გაქცევის ბრალდებით სიკვდილი უკვე მიუსაჯეს.

banner
წინა სტატიაშიუეფამ ხორვატიისა და თურქეთის წინააღმდეგ დისციპლინარული გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიარასელ ქროუ პოლონურ გუნდს წარმატებას უსურვებს “ევრო-2016”-ზე