წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი შვილებთან ერთად მივიდნენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პრემიერ-მინისტრს ამბიონზე შეხვდა. პატრიარქმა პრემიერი და მთავრობის წევრები დალოცა. ტაძარში ასევე იმყოფება დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.
ქაშუეთის ტაძარში სადღესასწაულო წირვა დასრულდა. მალე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ტაძარში შეკრებილთ დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადგებით მიმართავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარი მომლოცველებს ვერ იტევს.