საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ს კვლევებზე შეფასებებს აკეთებენ მინისტრთა კაბინეტში. ისინი უნდობლობას უცხადებენ კვლევის შედეგებს და ამის დასტურად წინა კვლევის მაგალითები მოჰყავთ:
„ქართული ოცნება რეიტინგებში რომ ლიდერობს, ეს არავისთვის არ არის ახალი ამბავი, ესსაკითხი ერთმნიშვნელოვნად დაგვანახა არჩევნებმა, ციფრებთან მიმართებით სკეპტიკურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ ამდაგვარმა კვლევებმა არაერთხელ აჩვენა ძალიან დიდი ცდომილება. ყოველთვის ვამბობ, რომ ამ რეიტინგების ყველაზე მკაფიო გამოვლინება არის თავად არჩევნები“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.