ცხინვალის ციხიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე გაათავისუფლეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და საქართველოს პირობით საზღვარზე საზღვრის დარღვევის ბრალდებით  დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე გაათავისუფლეს-ამის შესახებ ინფორმაცია “თაიმერს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და საქართველოს პირობით საზღვრის დარღვევის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. 1954 წელს დაბადებული მანძულაშვილი ლ.ს, 1946 წელს დაბადებული მანძულაშვილი ს.ს, 1955 წელს დაბადებული მელაძე ნ.ს, და 1957 წელს დაბადებული ელკანოვა ტ.ს.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება რეიტინგებში რომ ლიდერობს, ახალი ამბავი არ არის“ – მიხეილ გიორგაძე IRI-ს კვლევებზე
შემდეგი სტატიასასამართლომ შპს „ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებულები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი დამნაშავედ სცნო