პრემიერი დღეს ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს. გიორგი კვირიკაშვილი საერთო ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური თოქ შოუების წამყვანებს შეხვდება.
კვირიკაშვილი შეხვედრაზე მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმასა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრებს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
იგეგმება პრემიერის შეხვედრა რეგიონული მედიის, ბეჭდური და ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებთანაც.