“პოროშენკომ თავში ტყვია დაიხალა” – ჟურნალისტების რეაქცია სოციალურ ქსელებში

სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას დასავლელი ჟურნალისტები აფასებენ

„მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ერთგვარად გაურკვევლობის რეაქცია მოჰყვა“, – წერს უკრაინული მედია.

„უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც პუტინის ძველი გამკრიტიკებელია, მოქალაქეობა ჩამოართვა, რაც ძალიან რთული გასაგებია,“ – დაწერა “ტვიტერზე” „სი-ენ-ენ“-ის ჟურნალისტ-გამომძიებელმა საიმონ ასტროვსკიმ.

„მოულოდნელი გადაწყვეტილებაა, რომლის გაგება შეუძლებელია, პოროშენკომ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკური ოპონენტი საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მოიშორა,” – ასევე “ტვიტერში” შეეხმიანა ოდესის ყოფილი გუბერნატორისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევას France Presse-ის ჟურნალისტი დიმიტრი ზაკსი.

Foreign Policy-ს ჟურნალისტი ემილი ტამკო წერს, რომ მისთვის გაუგებარია პოროშენკოს გადაწყვეტილება. პოროშენკომ “თავში ტყვია დაიხალა”, – მიიჩნევს ჟურნალისტი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პროცედურები
შემდეგი სტატიამწყობრიდან გამოსულია სამონტაჟოების ნაწილი ვიდეო