ორმხრივი სროლა თბილისის ეროვნულ პარკში – დაჭრილია ბრაკონიერი

თბილისის ეროვნული პარკის საგურამოს უბანზე ორმხრივი სროლის შედეგად ბრაკონიერი დაიჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარება ამჟამად სტაბილურია.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის ინფორმაციით, რეინჯერებმა უკანონო ნადირობის დროს 3 პირის შეჩერება სცადეს, თუმცა გაფრთხილების მიუხედავად, მათ ცეცხლი გახსნეს, რასაც რეინჯერების მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოყვა. ორმა მიმალვა შეძლო ერთი კი დაიჭრა. ის უკვე დაკითხეს, თუმცა არ დაუკავებიათ.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ორი მიმართულებით მინდინარებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონო ნადირობას, ხოლო პროკურატურა დაჭრის ფაქტს იძიებს.

banner
წინა სტატიაშიინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს
შემდეგი სტატიავიღაცას ალბათ აინტერესებს, ჩირქი მომცხოს – გამეზარდაშვილი მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა