ვიღაცას ალბათ აინტერესებს, ჩირქი მომცხოს – გამეზარდაშვილი მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა

ვიღაცას ალბათ აინტერესებს, ჩირქი მომცხოს- ამ განცხადებას, მოსკოვიდან დაბრუნებული სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი აკეთებს. ზურაბ გამეზარდაშვილი შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ მისი საქმიანობის შესწავლის ფაქტს აფასებს და ასევე კიდევ ერთხელ განმარტავს მოსკოვში წასვლის მიზეზებს.

“მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი მივულოცე. ორშაბათს წავედი და დღეს დავბრუნდი. გენინსპექცია სწავლობს ყველა სამსახურს, აქ განსაკუთრებული არაფერი არაა. აუდიტის დასკვნა არის საჯარო, სადაც დარღვევებზე საუბარი არ არის. ვიღაცას ალბათ აინტერესებს, რომ პირადად რაღაცაში დაუმსახურებლად ჩირქი მომცხოს ან ბრალი დამდოს,“ – აცხადებს გამეზარდაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს. საუბარია უწყების მიერ გამოცხადებულ ტენდერებსა და აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე.

banner
წინა სტატიაშიორმხრივი სროლა თბილისის ეროვნულ პარკში – დაჭრილია ბრაკონიერი
შემდეგი სტატიაშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო