ნაძალადევის გამგეობა „მედიატორის“ განცხადებას პასუხობს

ნაძალადევის გამგეობა „მედიატორის“ განცხადებას პასუხობს, სადაც ნათქვამია, რომ „მედიატორის“ განცხადებების ცილისმწამლებლურია და მიზნად ისახავს მოსახლეობის და საქმეში ჩაუხედავი ადამიანის შეცდომაში შეყვანას“

“ეს ცილისმწამებლური ბრლალდება მიზნად ისახავს მოსახლეობის და საქმეში ჩაუხედავი ადამიანის შეცდომაში შეყვანას.კატეგორიულად და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არავითარი ერთ პირთან მოლაპარაკება არ ყოფილა დაგეგმილი. 23 მარტს გამოცხადდა ტენდერი (შპა160009484), რომელში მონაწილე პირველმა ორმა პრეტედენტმა ვერ დააკმაყოფილა სატენდერო მოთხოვნები, ვერ წარმოადგინეს სათანადო დოკუმენტაცია და ნიმუშები და სწორედ იმიტომ, რომ შემდეგი პრეტედენტის დოკუმენტაციისა და ნიმუშების განხილვის დრო გადააჭარბებდა ნობათბის მიწოდებისათვის განსაზღვრულ ვადას, სატენდერო კომისიამ და არა ერთპიროვნულად გამგებელმა, იმის გამო რომ აღდგომის დღესასწაულისთვის ნობათების მიწოდება არ შეფერხებულიყო, მიიღო გადაწყვეტილება მიემართა შესყიდვების სააგენტოსთვის გადაუდებელი აუცილებლობის გამო განეხორციელებინა შესყიდვა.

რაც შეეხება კომპანიას რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სატენდერო კომისიამ, ტენდერში სამი ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენ პრეტედენტთან ჩაატარა ფასთა გამოკითხვა. პირველმა ორმა განაცხადა წერილობითი უარი ნობათების მიწოდებაზე, ხოლო მესამე ყველაზე დაბალი ფასის მქონე კომპანიის “ნიუ სტარის” წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ნიმუშების შესწავლის შემდეგ იქნა იგი მოწვეული ხელშეკრულების დასადებად.

შედეგად 8000-მა ბენეფიციარმა მიიღო მაღალი ხარისხის პროდუქტებისგან შემდგარი სააღდგომო ნობათები. ბრალდება იმის შესახებ, რომ კომისიას მაინც და მაინც “ნიუ სტართან” სურდა ხელშეკრულების გაფორმება ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია, რადგან ტენდერი რომ არ შეწყვეტილიყო გამარჯვებული მაინც კომპანია “ნიუ სტარი” იქნებოდა, რადგან შემდეგი პრეტედენტი რომლის დოკუმენტაცია და ნიმუშები სატენდერო მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, სწორედ აღნიშნული კომპანია იყო.

ნობათებიც სწორედ იმ ღირებულებით იქნა შესყიდული, რა ღირებულებაც კომპანია “ნიუ სტარმა” ტენდერის მსვლელობისას დააფიქსირა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სატენდერო კომისიამ ყველა ეტაპზე იმოქმედა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, როგორც გრძელვადიანი ტენდერის, ისე გადაუდებელი საჭიროებოდან გამომდინარე შესყიდვასთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ მიიღო კომისიამ ნებართვა შესყიდვების სააგენტოსგან აღნიშნულ საკითხზე,”-ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკობა დავითაშვილი: პოლიტიკურ პროცესში აღარ ვმონაწილეობ, დღეს კანონპროექტის მხარდაჭერა ძველი ვალია ჩემი სინდისის წინაშე
შემდეგი სტატიაგიორგი კახიანი: მიღებული კანონი პრეზიდენტს შესაძლოა დღესვე გადაეგზავნოს