გიორგი კახიანი: მიღებული კანონი პრეზიდენტს შესაძლოა დღესვე გადაეგზავნოს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი პრეზიდენტის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებზე ვეტოს დადების შემთხვევაში, ვეტოს დაძლევის პროცედურებს განმარტავს.

გიორგი კახიანის თქმით, მიღებული კანონი პრეზიდენტს შესაძლოა დღესვე გადაეგზავნოს. გიორგი მარგველაშვილს კანონისთვის ხელის მოსაწერად ათ დღიანი ვადა აქვს, ან შესაძლოა ვეტო დაადოს. ვეტოს დასაძლევად 76 დეპუატატის მხარდაჭერაა საჭირო.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ეხება, პარლამენტმა მესამე მოსმენით დღეს მოიღო. კანონპროექტის მიღებას წინ რამდენიმე დღიანი ცხარე განხილვა უძღოდა. ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ.

banner
წინა სტატიაშინაძალადევის გამგეობა „მედიატორის“ განცხადებას პასუხობს
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობისა” და “თავისუფალი ზონის” წევრებმა პარლამენტთან აქცია მოაწყეს