“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭო ყრილობის გამართვისა და თავმჯდომარის საკითხზე ამ დრომდე ვერ თანხმდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

თითქმის ორი საათია, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას 60 წევრიდან 50 წევრი ესწრება.

სხდომაზე განიხილავენ საკითხს, თუ როგორ და რა ფორმით უნდა გაიმართოს პარტიის ყრილობა, ასევე მსჯელობის ერთ-ერთი საკითხია, უნდა აირჩიონ თუ არა ყრილობაზე პარტიის ახალი თავმჯდომარე.

ორივე საკითხზე პარტიაში აზრი ორად იყოფა. ნაწილი მიიჩნევს, რომ ყრილობა უნდა ჩატარდეს 2 200 დელეგატით,ხოლო მეორე ნაწილის აზრითმ ყრილობაზე უნდა იყოს ფართომასშტაბიანი, სულ მცირე 7 000 დელეგატით. პარტიის წევრთა ეს ნაწილი მიიჩნევს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ახალი თავმჯდომარის არჩევა.

ჟურნალისტებთან პოლიტსაბჭოს მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა ნუგზარ წიკლაურმა. მისი განცხადებით, საკითხი დგას მკაფიოდ – ერთი ნაწილი ამბობს, რომ თავმჯდომარის თანამდებობაზე უნდა იყოს ახალი არჩევნები, თუმც თავად ამ ნაწილს არ მიეკუთვნება.

“მე პირადად მიმაჩნია, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვითამაშოთ ბიძინა ივანიშვილის თამაში, არ უნდა ავირჩიოთ ახალი თავმჯდომარე, რითაც ხაზს გავუსვამთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” კვლავაც რჩება რეპრესირებულ პარტიად, რომელსაც რამდენიმე ლიდერი ჰყავს ციხეში და რამდენიმე დევნილი. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია. არის კიდევ მეორე საკითხი. ეს შეეხება ყრილობის როცხოვნობას. ჩვენ გვინდა, ჩვენი პარტიული ორგანიზაციების ყველა წარმომადგენელმა მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში”, – განაცხადა წიკლაურმა.

მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტილება იქნება მიღებული მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან დისტანცირების თაობაზე, მიმართავენ პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციებს და ყველა კანონიერ საშუალებას მიმართავენ, რათა ყოველი მათგანი იყოს ინფორმირებული, რა პროცესები მიმდინარეობს პარტიაში.

მისი თქმით, დღესდღეობით ადგილობრივი რაიონული ორგანოზაციების 80% ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა დარჩეს პარტიის თავმჯდომარედ, მაგრამ პოლიტსაბჭოში არიან ლიდერები, ვინც ფიქრობს, რომ უნდა აირჩეს ახალი თავმჯდომარე.

წიკლაურის ინფორმაციით, პოლიტსაბჭოზე დებატების ფორმატში სიტყვით გიგა ბოკერიაც გამოვიდა.

“ჩემი და ბოკერიას პოზიცია რადიკალურად განსხვავებულია.ერთ-ერთი კონსულტაციის დროს ჩვენ გვქონდა შეთავაზება, რომ არ შევეხოთ თავმჯდომარის პოსტს, მაგრამ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეზე დელეგირებული იყოს ყველა უფლებამოსილება, რომელსაც ახორციელებს მიხეილ სააკაშვილი, მაგალითად ბაქრაძე იქნებოდა ამ უფლებამოსილების შემსრულებელი. თვით ბაქრაძეს ამასთან დაკავშირებით აქვს ნორმალური პოზიცია,თუმცა სხვა წევრებს აქვთ სხვა პოზიცია”, გაანაცხადა წიკლაურმა.

წიკლაურის განცხადებით, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ პარტიას მიხეილ საკააშვილის გარეშე კარგი შედეგებიც კი ექნება.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) მიხეილ სააკაშვილი უკრაინელ ჟურნალისტებს: პროვოკაციები მოუწყვეთ ბებიათქვენს
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: 2000-ზე მეტ კაციანი ყრილობა და ახალი თავმჯდომარის არჩევა არ ნიშნავს არავისგან გამიჯვნას