(VIDEO) მიხეილ სააკაშვილი უკრაინელ ჟურნალისტებს: პროვოკაციები მოუწყვეთ ბებიათქვენს

news
ავტ.: news ნოემბერი 30, 2016 18:26

(VIDEO) მიხეილ სააკაშვილი უკრაინელ ჟურნალისტებს: პროვოკაციები მოუწყვეთ ბებიათქვენს

უკრაინაში ჟურნალისტების დასმულ კითხვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე აქტივისტების დაფინანსებას შეეხებოდა, მიხეილ სააკაშვილის გაღიზიანება მოყვა.

ჟურნალისტებმა ჰკითხეს, დაესახელებინა ვინ დააფინანსა აქტივისტები. ჟურნალისტის თქმით, არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც აქტივისტები ამბობენ, რომ არ იციან, რატომ მივიდნენ რეგიონებიდან სააკაშვილის მიტინგზე.

„ეს ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს. თქვენ არაფერი გაქვთ. თქვენ ამბობთ სისულელეს. ამბობთ, რომ ადამიანებმა არ იციან, რატომ ჩამოვიდნენ? პროვოკაციები ბებიათქვენს მოუწყვეთ. ეს ყველა “კახპა” პოროშენკოს გარემოცვიდან არის”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=02YGpyorBXE&feature=youtu.be

 

news
ავტ.: news ნოემბერი 30, 2016 18:26