საკრებულოში კომუნალური გადასახადების გაუქმებას კატეგორიულად გამორიცხავენ და ნაციონალურ მოძრაობას მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებენ. განცხადება საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ გააკეთა და ამ თემაზე ოპოზიციის განცხადებებს ტყუილი უწოდა.
„ჩვენი კოლეგები ნაციონალური მოძრაობიდან მიზანმიმართულად ავრცელებენ ტყუილს, რომ, ვითომ, თბილისის მერიას გადაწყვეტილი აქვს კომუნალური ვაუჩერის გაუქმება. ეს არის მცდელობა საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ეს არის თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული ბიუჯეტი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ნებისმიერი ცვლილება ბიუჯეტში უნდა შეთანხმდეს საკრებულოსთან. ასე რომ, ტყუილია იმაზე საუბარი, თითქოს, მერიას შეუძლია ნებისმიერი გადაწყვეტილება საკრებულოსთან შეუთანხმებლად მიიღოს,“ – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.