ქობულეთში ე.წ. ხასანას სასტუმროში ხანძრის გამო დაკავებული პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ქობულეთში დამწვარი სასტუმრო „არმაზის“ მფლობელი ზაზა ართმელაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 50 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

ადვოკატის ინფორმაციით, სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით 5 თვის წინ დაკავებული ართმელაძის საქმეზე მოსამართლე ირაკლი შავაძემ გაითვალისწინა მისი ჯანმრთელობის გაუარესება და რთული ოჯახური მდგომარეობა.
ზაზა ართმელაძე 50 000 ლარის სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ამ ეტაპზე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევს.
უბედური შემთხვევა 2015 წლის მაისში, ქობულეთში მოხდა. სასტუმრო არმაზში გაჩენილმა ხანძარმა 3 მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა.
banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა საზღვრის ერთობლივი დაცვის გეგმა დაამტკიცა
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს ტყუილს” – ჯაბა სამუშია