მოძრაობის #ნუმომკლავ წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან 200-მდე ძველი ფეხსაცმელი მიიტანეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან გაცვეთილი ფეხსაცმელებით აქცია გაიმართა. მოძრაობა „ნუ მომკლავ!“ და საპროტესტო აქციების ახალგაზრდა წევრები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის სწრაფ გამოძიებას ითხოვენ.

სიმბოლურ აქციაზე ახალგაზრდებმა განაცხადეს, რომ თუ საგამოძიებო უწყებები კვირის ბოლომდე ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამენ მოქმედ მთავრობას ხალხი ისევე შეცვლის როგორც ფეხსაცმელებს.
შეგახსენებთ, რომ 4 ივნისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისას ერთ-ერთი გარდაცვლილის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციები თბილისში დროებით მას შემდეგ შეწყდა, რაც თავად სარალიძემ, პრემიერმინისტრათან შეხვედრის შემდეგ, ხელისუფლებას მოქმედებისთვის ვადა 10 ივნისამდე მისცა.

banner
წინა სტატიაშიდღეს დილით საქართველოს საზღვართან მიწისძვრა ისევ განმეორდა
შემდეგი სტატიაარჩილ ტატუნაშვილის მამა სამხარაულის ბიუროს ექსპერტებს ხვდება