მიხეილ ჯანელიძე ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტროში ცვლილებებს არ გეგმავს

საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ამ ეტაპზე უწყებაში ცვლილებებს არ გეგმავს. ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
“ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ იგეგმება”, – განაცხადა ჯანელიძემ.
მიხეილ ჯანელიძემ ასევე უპასუხა კითხვას, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მის დაგვიანებას ეხებოდა და განმარტა, რომ ტექნიკური მიზეზების გამო დააგვიანდა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: შემუშავებული გვაქვს ხედვები, რომელსაც წარმოვადგენთ უახლოეს მომავალში
შემდეგი სტატიაპოლიციელის მკვლელობის გამო თელავში საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა