მესამე სექტორის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნას დადებითად აფასებენ

მესამე სექტორის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის მიერ მოსამართლეების დანიშვნას დადებითად აფასებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში კრიზისია და ამაზე მეტყველებს ე.წ. გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით მოსამართლეების მხრიდან სხდომების ჩაშლის ფაქტები. მათ იმედი იმედს გამოთქვე, რომ კრიზისს ახალი მოსამარლეები დაძლევენ.

“პირველ რიგში, წარმატებას ვუსურვებ ახალ კანდიდატებს. ვფიქრობ, ღირსეული კანდიდატები არიან და სურვილის შემთხვევაში შეუძილათ, კრიზისის დაძლევაში წვლილის შეტანა. ფაქტია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დღეს კრიზისშია. ისეც ფაქტია,რომ სასამართლოს 20 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ნაწილი მოსამართლეები არ მოვიდა, ისინი სხდომებზეც არ ცხადდებიან, ანუ ეს მოსამართლეები ამ ინსტიტუციის ნაწილად არ თვლიან თავს, ცოტას აკეთებენ იმისთვის, რომ ეს ინტიტუცია იყოს დაცული. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა”, – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წარმომადგენელმა ეკა გიგაურმა.

კონტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განცხადებით კი, პრეზიდენმა დროულად იმოქმედა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის ვადები მკაცრად დაიცვა.

“საინტერესო პროცსისი მომსწრე გავხდით. მნიშნელოვანია. რომ საკუთარი კვოტა პრეზიდენტმა დროულად შეავსო, მით უფრო იმ ფონზე, როცა საკონსტიტუციო სასამართლო პარალიზებულია. იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლების სხვა შტოებიც დროულად დანიშნავენ თავისი კვოტით მოსამართლეებს და ეს ხელს შეუწყობს ვითარების ნორმალიზაციას” – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

banner
წინა სტატიაშინაძალადევის უფასო სასადილოებით ყოველდღიურად 7 ათასამდე მოქალაქე სარგებლობს
შემდეგი სტატიათბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები კვებითი მომსახურების ახალ სტანდარტზე გადადიან