ნაძალადევის უფასო სასადილოებით ყოველდღიურად 7 ათასამდე მოქალაქე სარგებლობს

ნაძალადევის რაიონში არსებულ სასადილოებში ყოველდღიურად 7 ათასამდე მოქალაქე იკვებება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სასადილოები რაიონის ოთხივე უბანშია განთავსებული და მასზე ზედამხედველობას გამგეობა ახორციელებს.

სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ცხელი სადილის მიღება დილის 11:00-დან 15:00 საათამდე შეუძლიათ. რაიონში ამჟამად, ათი სასადილო ფუნქციონირებს.

უფასო სასადილოების მუშაოების პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით გოგიძე ადგილზე გაეცნო.

„სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ზრუნვა ნაძალადევის გამგეობის ერთერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაიონის სასადილოებში მოსულ ბენეფიციარებს ხარისხიანი საკვები და მომსახურება დახვდეთ“, – განაცხადა დავით გოგიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : “განვითარებულმა მოვლენებმა დაგვარწმუნა, რომ პროვოკაციები რეალურად არის მოსალოდნელი”
შემდეგი სტატიამესამე სექტორის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნას დადებითად აფასებენ