მარნეულში, ჭანდარის 86-ე უბანზე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

მარნეულში ჭანდარის 86-ე უბანზე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ისინი ურთიერთბრალდებებით მიმართავდნენ ერთმანეთს და არჩევნების გაყალბების მცდელობასა და პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებდნენ.

86-ე საარჩევნო უბანზე სოზარ სუბარი, თამაზ ნავერიანი, გიგა ბოკერია და ოთო კახიძე მივიდნენ. ორივე მხარის თქმით, მიუვიდათ ინფორმაცია, რომ ამ უბანზე იყო გარკვეული დაძაბულობა და დამკვირვებლების უბნიდან გაძევების მცდელობა. თუმცა მხარეების ადგილზე მისვლის შემდეგ გაირკვა, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ ქონია.

banner
წინა სტატიაშიმარკირებაგავლილი პირების ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობის 70-მდე ფაქტი დაფიქსირდა
შემდეგი სტატია(video) „პროვოკატორი ხარ, გადი აქედან“-მთაწმინდის მეორე საარჩევნო უბანზე “რუსთავი2”-ის ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ