მარკირებაგავლილი პირების ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობის 70-მდე ფაქტი დაფიქსირდა

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, არჩევნების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე კიდევ ერთხელ საუბრობს. “საის” თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის, განცხადებით, მარკირება გამოვლილი ამომრჩევლის მიერ განმეორებითი ხმის მიცემის მცდელობის 70-მდე ფაქტი დაფიქსირდა.

შემაჯამებელ ბრიფინგზე ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ხშირ შემთხვევაში, მსგავს პირებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა ხელმეორედ ხმის მიცემის საშუალება მათ არ მისცეს და ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

banner
წინა სტატიაშირუსთავის 87-ვე უბანში არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა – რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
შემდეგი სტატიამარნეულში, ჭანდარის 86-ე უბანზე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ