“მან გაითვალისწინოს, რომ ორი მთავრობა გავისტუმრე საიქიოს,” – ნათელაშვილი ივანიშვილს მიმართავს

არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას არ გამორიცხავს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მმართველი პარტია არჩევნების შედეგებს ტოტალურად აყალბებს და ამაში აქტიურად არის ჩართული ცენტრალური საარჩევნო კომისია.

„მთელი ღამე ფული რიგდებოდა წუხელ. ამ ფულის დარიგებაში მონაწილეობდა მთელი უშიშროების სამსახურები, მაგათი პარტიული აქტივი. ჩვენ გვაინტერესებს, რომ ივანიშვილის სახსენებელი საქართველოში არ იყოს და ამას მე გავუკეთებ. მან გაითვალისწინოს, რომ ორი მთავრობა გავისტუმრე საიქიოს, ერთ ნაღდში და მეორე არანაღდში და ამას კიდევ რა ელოდება, ნახავს უახლოეს ხანებში,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიEPDE ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკობახიძე : “ჩვენი პარტია მაღალი ლეგიტიმაციით განაგრძობს ზრუნვას ქვეყნის განვითარებაზე”