EPDE ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ორგანიზაცია “ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის” (EPDE) ჯიხაშკარის 79-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“EPDE-ს საერთაშორისო დამკვირვებლებს სამეგრელოს რეგიონში თავს დაესხნენ. ორგანიზაციის “ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის” (EPDE) სამ დამკვირვებელს არჩევნების დღეს თავს დაესხნენ დაუდგენელი პირები ჯიხაშკარის 79-ე საარჩევნო უბანზე, დასავლეთ საქართველოში.
ხმების დათვლის დროს პირთა ჯგუფი ნებართვის გარეშე შევიდა საარჩევნო უბანზე, დაარბია შენობა და ცდლობდა, აგრესიული გზით არჩვნების შედეგების დადგენის პროცესი დაერღვია. დამრკვივლებლებს, რომლებიც ცდილობდნენ ინციდენტის ამსახველი კადრების გადაღებას, ორი მობილური ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯეს. ერთ დამკვირვებელს ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენეს, ის დაშავებულია. დამკვირვებლებმა შეიტანეს საჩივარი ზუგდიდის ცენტრალური პოლიციის შენობაში.
ამ სიტუაციის სრული შეფასება EPDE-ს მისიის სხვა შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება 2016 წლის 9 ოქტომბერს.
EPDE-ს მისია მისმა წევრებმა ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტთან ერთად დაარსა. ქვეყანაში საარჩევნო დღეს პროცედურებს 36 დამკვირვებელი აკვირდებოდა”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჯიხაშკარში საარჩევნო უბნის დარბევის ორგანიზატორი დაკავებულია
შემდეგი სტატია“მან გაითვალისწინოს, რომ ორი მთავრობა გავისტუმრე საიქიოს,” – ნათელაშვილი ივანიშვილს მიმართავს