ლომჯარია: არ ყოფილა დაცული ის პროცედურები, რაც აუცილებლად უნდა ახლდეს თან მოსამართლის გათავისუფლებას

ნინო ლომჯარია ზუგდიდში რამდენიმე საათის წინ მომხდარ ფაქტს ეხმიანება

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” სამართლიანი კონსულტანტის ნინო ლომჯარიას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან მამუკა ახვლედიანის გადაყენება უკანონოა და აღნიშნული გადაწყვეტილება ყოველგვარი დისციპლინური პროცედურების გვერდის ავლითაა მიღებული.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მამუკა ახვლედიანს გადაწყვეტილების გასაჩივრება გაუჭირდება, ვინდაიდან უმიზეზოდ გათავისუფლების გადაწყვეტილების გასაჩივრება სამართლებრივად პრობლემატურია.

კერძოდ, ლომჯარიას განმარტებით, მოსამართლის გათავისუფლება დისციპლინური წესით ხდება, რასაც გასაჩივრების თავისი პროცედურა ახლავს, ხოლო ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გათავისუფლების გადაწყვეტილების გასაჩივრება პრობლემატურია, რადგან მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. ამიტომ, ლომჯარიას თქმით, გასაჩივრების მექანიზმები მოსაფიქრებელია:

“არ ყოფილა დაცული ის პროცედურები, რაც აუცილებლად უნდა ახლდეს თან მოსამართლის გათავისუფლებას. კერძოდ, დისციპლინური დევნის პროცედურები, რაც აძლევს მოსამართლეს უფრო მეტ გარანტიას, დაიცვას საკუთარი თავი და გაასაჩივროს მიღებული გადაწყვეტილება. დღეს ეს გადაწყვეტილება მოკლებულია სამართლებრივ არგუმენტაციას. ძალიან რთული იქნება ალბათ მისი გასაჩივრებაც, რაზეც უნდა ვიმსჯელოთ იმიტომ, რომ მოსამართლის გათავისუფლება ხდება დისციპლინური წესით, რასაც ახლავს გასაჩივრების თავისი პროცედურა, ხოლო ასე უმიზეზოდ და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გათავისუფლების გადაწყვეტილების გასაჩივრება ცოტა სამართლებრივად პრობლემატურია, რადგან მსგავსი რამ არ ყოფილა. ახვლედიანი გეგმავს გასაჩივრებას, თუმცა მოსაფიქრებელია გასაჩივრების მექანიზმები და ჩვენ ჩავერთვებით ამ კონსულტაციაში და მისი მხრიდანაც იყო თხოვნა, რომ დავეხმაროთ, რათა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, რა გზით და რა ფორმით ჯობია რეაგირება მოხდეს ამ ყველაფერზე. ეს გადაწყვეტილება ნამდვილად უკანონოა და საბჭომ ნორმა გამოიყენა ბოროტად იმგვარად, რომ სრულიად უგულებელყო სამართლის დამოუკიდებლობა, მოსამართლის დანიშვნის ვადა იქნა უგულებელყოფილი და ყოველგვარი დისციპლინური პროცედურების გვერდის ავლით მიიღო გადაწყვეტილება”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშირუსეთი აფხაზეთს ენერგეტიკული და საბანკო სფეროს განვითარებაში დაეხმარება
შემდეგი სტატიაჩაქვში ქუჩური გარჩევისას 40 წლის მამაკაცი მოკლეს