რუსეთი აფხაზეთს ენერგეტიკული და საბანკო სფეროს განვითარებაში დაეხმარება

საზღვრის საინჟინრო დაფიქსირება

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საბანკო და ენერგეტიკული სისტემების განვითარების შესახებ ისაუბრეს – ამის შესახებ ხაჯიმბამ დღეს გააკეთა განცახდება. მისი თქმით, რუსეთი აფხაზეთს სექტორების განვითარებისთვის 2 მილიარდ რუბლს გამოუყოფს.

ხაჯიმბას თქმით, ის მოსკოვში ასევე შეხვდა ენერგეტიკის მინისტრს ალექსანდრ ნოვაკს, რომელიც მას რესპუბლიკაში ენერგეტიკული პრობლემების მოგავრებაში დახმარებას დაჰპირდა.
ხაჯიმბას თქმით, პუტინთან შეხვედრამ ის დაარწმუნა იმაში, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა პერსპექტიული იქნება. მისივე განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთს უახლოეს მომავალში ეწვევა.

banner
წინა სტატიაშიხაჯიმბა: “პუტინმა რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ სამუშაოების დაჩქარება ბრძანა”
შემდეგი სტატიალომჯარია: არ ყოფილა დაცული ის პროცედურები, რაც აუცილებლად უნდა ახლდეს თან მოსამართლის გათავისუფლებას