ლევან ბერძენიშვილი : “150 კაციანი სიიდან გიორგი კვირიკაშვილს 10 კაცი ემორჩილება და 140 კაცს უკაცრავად და, ფეხებზე ჰკიდია”

“ქართული ოცნების” 150 კაციანი სიიდან გიორგი კვირიკაშვილს 10 კაცი ემორჩილება და 140 კაცს უკაცრავად და, ფეხებზე ჰკიდია”- აცხადებს ”რესპუბლიკური პარტიის” წევრი ლევან ბერძენიშვილი, რომელმაც პრემიერის გაეროში გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ ის გაცილებით მეტი ყურადღებით მოუსმენდა კვირიკაშვილის გამოსვლას, დარწმუნებული რომ იყოს, რომ პრემიერის სიტყვა შესრულდება.

”ადრე ჩვენი ხელისუფალი რომ გამოდიოდა იქ, ის იყო ჩვენი ხელისუფალი. ახლა იქ რომ კაცი გამოვიდა, ყველამ იცის, რომ იგი არის ფორმალურად პირველი პირი საქართველოში, მაგრამ 150 კაციან სიაში 10 კაცი ემორჩილება და 140 კაცს უკაცრავად და, ფეხებზე ჰკიდია. ამ კაცის ლაპარაკი იქ ცოტა გაუგებარია. კარგი კაცია შეიძლება, ბევრი კარგი რამის გაკეთება უნდა, მაგრამ რეალური ბერკეტები არ აქვს…

გამოვა ბიძინა ივანიშვილი და გვეტყვის ვის მივცეთ ხმა, ვინ უნდა დაიჭიროს პროკურორმა და ა.შ. ამაზე სხვა ქვეყანაში სკანდალი ატყდებოდა, მაგრამ საქართველო მიჩვეულია. გამოვა კიევიდან ვიღაცა, რაღაცა ჭკვიანურს გვეტყვის, ამასაც მიჩვეული ვართ, მისი ხმა რომ არ გვეყოფა, მისი მეუღლე გამოდის და გვეტყვის, რომ ძალადობის წინააღმდეგია. მე ვიძალადე ხალხო? გასაგებია, რომ იგივე ხალხი გვასწავლის ჭკუას და ეს არის მიუღებელი” განაცხადა ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმის პროცესის ძირითადი განხილვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგორის ცენტრში ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა