გორის ცენტრში ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა

გორის ცენტრში, სტალინის ქუჩაზე ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.

დაშავებული არასრულწლოვანია. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გორის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი : “150 კაციანი სიიდან გიორგი კვირიკაშვილს 10 კაცი ემორჩილება და 140 კაცს უკაცრავად და, ფეხებზე ჰკიდია”
შემდეგი სტატია„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა