ლავროვის უცნაური გაფრთხილება აშშ-ს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აგვისტო 12, 2017 02:26

ლავროვის უცნაური გაფრთხილება აშშ-ს

,,გაღმა შეედავე – გამოღმა შეგრჩებაო,,-ს პრინციპით, აშშ-ს არჩევნებში ჩარევის გამო ათასგზის დადანაშაულებული რუსეთი, აშშ-ს აფრთხილებს არ ჩაერიოს მის მიერ ჩატარებულ არჩევნებში.
,,მოსკოვი არ დაუშვებს ვაშინგტონის ჩარევას რუსეთის არჩევნებში. თუ ამის მცდელობა იქნება, ჩვენ ვიმოქმედებთ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ მიღებული ვენის კონვენციით და შიდა კანონმდებლობით,, განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა, 11 აგვისტოს გამართულ რუსულ ფორუმზე.
ლავროვმა იქვე განმარტა თუ რას გულისხმობდა ამერიკულ ჩარევაში რუსულ არჩენებზე.
,,იყო ბევრი ეპიზოდი, როდესაც ამერიკელი დიპლომატები, იყენებენ დიპლომატიურ მისიებში დასაქმებული რუსეთის მოქალაქეების მომსახურებას და მათ რეგიონებში აგზავნიან იმისთვის, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები გამოკითხონ და ხელისუფლეის მიმართ მათი დამოკიდებულება და განწყობები შეისწავლონ,, განაცხადა ლავროვმა.
რუსეთი, რომელიც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ჰაკერული თავდასხმებით და ერთ-ერთი კანდიდატის კომპრომეტაციით იყო დაკავაებული (რომლის გამოც აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტს დღემდე დიდი პრობლემები აქვს), ამერიკელ დიპლომატების მიერ რუსეთის მოსახლეობის აზრის გაგებას არჩევნებში უხეშ ჩარევად განიხილავს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აგვისტო 12, 2017 02:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,691
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics