“კვლავ არის შემთხვევები, რომელიც უკავშირდება ნების კონტროლს,” – ანა ნაცვლიშვილი

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 12, 2017 19:58

“კვლავ არის შემთხვევები, რომელიც უკავშირდება ნების კონტროლს,” – ანა ნაცვლიშვილი

მნიშვნელოვანი

  • მედიაცენტრში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამოვლენილ პროცედურულ დარღვევებზე საუბრობენ. მათი განცხადებით, მათ შორის საუბარია მეორედ, დღის განმავლობაში, ბორჯომის #19-ე უბანზე გაცემული ბიულეტენების რაოდენობა 2-ით მეტი იყო ამომრჩევლების ხელმოწერის რაოდენობაზე.

სხვა სტატიები

მედიაცენტრში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამოვლენილ პროცედურულ დარღვევებზე საუბრობენ. მათი განცხადებით, მათ შორის საუბარია მეორედ, დღის განმავლობაში, ბორჯომის #19-ე უბანზე გაცემული ბიულეტენების რაოდენობა 2-ით მეტი იყო ამომრჩევლების ხელმოწერის რაოდენობაზე.

საია აღნიშნულ ფაქტს მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა ბორჯომის კიდევ სხვა უბანზე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი კონკრეტულ შემთხვევებზე საუბრობს, რომელიც ამომრჩევლის ნების კონტროლს უკვაშირედება.

„საარჩევნო კომისიის წევრების მიერ, სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების შემთხვევა გამოვლინდა ბორჯომის მე-19 უბანზე. ეს შემთხვევა არის ანალოგიური იმისა, რაც დილით დაფიქსირდა ბორჯომის მე-15 უბანზე, როდესაც აღმოჩნდა, რომ გაცემული ბიულეტენების რაოდენობა იყო 2-ით მეტი, ვიდრე ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობა სიაში. კომისიის წევრების ახსნა-განმარტებით, მათ გამორჩათ ხელმოწერები, თუმცა ეს იგივე ტიპის შემთხვევაა, რაც დილით დაფიქსირდა, ამიტომ გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. კვლავ არის შემთხვევები, რომელიც უკავშირდება ნების კონტროლს. მაგალითად, ბორჯომის მე-7 და 27-ე უბნებზე, უბნების გარეთ იმყოფებიან სიებით აღჭურვილი დაუდგენელი პირები, რომლებიც უბანზე მოსულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. ასევე, ამავე უბნებზე დაფიქსირდა სამარშუტო ტაქსებით ამომრჩევლის მოყვანის ფაქტები. მანქანით მიყავთ ამომრჩეველი ოზურგეთის მე-40 უბანზეც. უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ ყაზბეგის #2 საარჩევნო უბნის გარეთ მყოფი პირები. უბანზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვა ხდება ოზურგეთის #7 საარჩევნო უბნის შიგნითაც, სადაც „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი რვეულში ინიშნავს უბანზე მოსული ამომრჩევლების სახელსა და გვარს,“ – განმარტავს ანა ნაცვლიშვილი.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 12, 2017 19:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics