კლინტონმა და ტრამპმა “სუპერ-სამშაბათის” შემდეგ ერთმანეთი გააკრიტიკეს

კლინტონმა და ტრამპმა

ტრამპმა Fox News-ის დებატებზე ჟურნალისტის გამო უარი თქვა“სუპერ-სამსაბათის” გამარჯვებულებმა, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატების შიდაპარტიული კენჭისყრის ერთ-ერთი სერია იყო, წარმოდგენილი ლოზუნგების გამო ერთმანეთი გააკრიტიკეს.
დონალდ ტრამპის ლოზუნგზე “გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი”, აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ საჭიროა მეტი ყურადღება ქვეყნის ერთობას და ღირებულებებს დაეთმოს.
“გასაგებია, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. იმიტომ არა, რომ ამერიკა გავხადოთ დიადი, ამერიკას არ შეუწყვეტია დიადი ყოფნა. ჩვენ ის ერთიანი უნდა გავხადოთ … და მისი სიცარიელე უნდა შევავსოთ” – განაცხადა კლინტონმა.

თანამოაზრეებთან გამოსვლისას მილიარდელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა გაოცება გამოთქვა ამ პრეტენზიაზე. “მას (კლინტონს-რედ) უნდა ამერიკა ერთიანი გახდეს. ჯერაც ვცდილობ გავიგო რაზე ლაპარაკობს ის. “ამერიკა ისევ დიადი გავხადოთ” ბევრად უკეთესია, ვიდრე ამერიკა ერთიანი გავხადოთ” – თქვა ტრამპმა.

“ამერიკა ისევ დიადი გავხადოთ” ტრამპის ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგია და შეხვედრებზე ის მას ბევრჯერ იმეორებს. ეს ფრაზა წარწერილი აქვს მაისურებს, ქუდებს და სხვა ნივრებს, რასაც კანდიდატის შტაბი ყიდის.
“სუპერ-სამშაბათის” პრაიმერიზე კლინტონმა და ტრამპმა 7 შტატში გაიმარჯვეს.
ივნისში პარტიები ეროვნულ კონვენტებს ჩაატარებენ, სადაც საკუთარ კანდიდატებს აირჩევენ, რომელიც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა უარყო ინფორმაცია ნატოს გემების საკუთარ ტერიტორიაზე არ შეშვების შესახებ
შემდეგი სტატიაეკონომიკის სამინისტრო ყოველთვიურად ქირას – 75 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში გადაიხდის