პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ხელისუფლების დაანონსებული მიმართულებაა, რასაც აუცილებლად შეასრულებს.
ჟურნალისტებთან საუბარში კილაძე „გირჩის“ წინადადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის კონკრეტული ინიციატივა არ იყო მისაღები.
„შესაბამისი ინიციატივები აუცილებლად წარმოდგენილი იქნება. ჩვენ უამრავჯერ განვაცხადეთ, რომ ნარკოპოლიტიკის შესახებ სერიოზული გეგმები გვაქვს. ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ აუცილებლად ლიბერალიზაციის კუთხით წავალთ. ეს ჩვენი დაანონსებული მიმართულებაა, რასაც აუცილებლად შევასრულებთ“, – აღნიშნა კილაძემ.
„გირჩი“ მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას ითხოვს.