მაჩვზე უკანონოდ ნადირობისთვის კახეთში რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმეს

სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში მაჩვზე ნადირობის პირდაპირი ტრანსლაციის საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებები გაატარეს.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვიდეოში ასახული პირების იდენტიფიცირება მოახდინეს, რის შემდეგაც გავიდნენ ადგილზე. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მისულ თანამშრომლებს, მაჩვი მოკლული და გატყავებული დახვდათ.

მოქალაქეების მიმართ უკანონო ნადირობის, გარეული ცხოველის საბინადრო გარემოს დაცვის წესის დარღვევის და მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის ფაქტზე შედგა ოქმები.

banner
წინა სტატიაში“ახლა ვართ მორევში, რომლის ძირშიც სწრაფად ჩავდივართ, რაც უფრო სულელურ ნაბიჯებს დგამს მთავრობა”- ჭიაბერაშვილი
შემდეგი სტატიაკილაძე: ნარკოპოლიტიკის შესახებ სერიოზული გეგმები გვაქვს