კიევში სააკაშვილის ჯიპი გაიტაცეს

saakashviliკიევში ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ბრონირებული Toyota Land Cruiser-ი მოიპარეს – ქვეყნის გერპროკურატურაზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯიპის ფასი დაახლოებით 6 მილიონი გრივენი იყო და მისი გატაცება კენონიერი ქურდი სერგეი ღლონტის, იგივე გუგას მიერ დაიგეგმა.
თავად ღლონტი ამ დროისთვის ლუკიანოვსკის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. უკრაინული მედიის ცნობით, მანქანის გატაცება “აპელაციის განხილვის დროს უკრაინის სამართალდამცველ ორგანოებში ქართული კლანის მიმართ ლოიალობის უზრუნველყოფა” იყო. თუ სასამართლო ადვოკატის არგუმენტებს დათანხმდება, “გუგას” ექსტრადაცია არ განხორციელდება, ჯიპი კი მფლობელს დაუბრუნდება.

ამასთანავე, რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, კიევის პოლიციას სააკაშვილისგან მანქანის გატაცების შესახებ განცხადება არ მიუღია – ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს პრეს-მდივანმა ოქსანა ბლიშიკმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიმერკელი თვლის, რომ ევროპის უსაფრთხოებისათვის რუსეთი აუცილებელია
შემდეგი სტატიაევროპარლამენტის კომიტეტმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირა