კახი კალაძე: ჩემთვის პირადად არანაირი გამყოფი ხაზი არ არსებობს

ჩემთვის, პირადად არანაირი გამყოფი ხაზი არ არსებობს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ქარელის რაიონის სოფელ ავლევში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ ქვეყნის ტერიტორიების ოცი პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რაც სამწუხაროა.

„ჩემთვის პირადად არანაირი გამყოფი ხაზი არ არსებობს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საეთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, რომ ამ ყველაფერს ხელი შევუშალოთ. არასდროს არ შევეგუებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპირებას”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ კახეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავა
შემდეგი სტატია„ნუ ჰგონია ივანიშვილს, რომ არჩევნებს ფულით მოიგებს“ – ხუთი ოლქი სადაც “ოცნება” არჩევნებს წააგებს