„ნუ ჰგონია ივანიშვილს, რომ არჩევნებს ფულით მოიგებს“ – ხუთი ოლქი სადაც “ოცნება” არჩევნებს წააგებს

უგვირგვინო მეფის სტატუსში მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მეფე თავის კაბინეტიდან მართავს ქვეყანას

ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომ მისი პარტია მომავალ პარლამეტში 95 მანდატით იქნება წარმოდგენილი “ალიასთან” ინტერვიუში კომენტარს აკეთებს იურისტი ვალერი გელბახიანი მისი თქმით , მან სულ მცირე ხუთი ოლქი იცის ,სადაც მაჟორიტარულ არჩევნებს ოცნება პირწმინდად წააგებს . გელბახიანის თქმით ივანიშვილს შეეძლო გამხდარიყო ეროვნული ლიდერი ,მაგრამ ის მხოლოდ ოცნების თავმჯდომარედ დარჩა და მისი მიზანია შეინარჩუნოს ძალაუფლება,რომელიც არ არის კონსტიტუციურ ფარგლებში მოქცეული
„ივანიშვილი ფიქრობს,რომ საქართველოში არ არსებობს ოლქი , სადაც მაჟორიტარულ არჩევნებს ვერ მოიგებს, მაგრამ პირადად მე ხუთი ისეთი ოლქი ვიცი, სადაც ისეთი კანდიდატები დასახელდებიან სხვა პარტიებიდან, რომ ,,ოცნება“ პირწმინდად წააგებს. მათი გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ.როგორც კი დარეგისტრირდებიან მიხვდებით, რომ ისინი ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევენ ქართულ ოცნებას. მე როგორც ვიცი, ,,ოცნება არ აყენებს მაჟორიტარებად იმ კანდიდატებს,ვინც ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ იყო გასული. და შემდეგ ქართული ოცნების მხარეს გადავიდა,არის რამდენიმე ისეთი გავლენიანი და წონადი ფიგურა,რომლებსაც ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარები არჩევნებზე ვერ მოუგებენ. ნუ ჰგონია ივანიშვილს, რომ არჩევნებს ფულით მოიგებს.მას შევახსენებ,რომ 2012 წელს ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ რა ფულიც დახარჯა,იმის მეათედიც კი არ დაუხარჯავს ,,ქართულ ოცნებას“, მაგრამ ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები ვერ მოიგო. როცა ხალხს არ უყვარხარ,გინდ ძეგლი დაუდგი, გინდ სასახლე,ფულს გამოგართმევს,მაგრამ ხმას მაინც არ მოგცემს“ – აცხადებს გელბახიანი „ალიასთან“ ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: ჩემთვის პირადად არანაირი გამყოფი ხაზი არ არსებობს
შემდეგი სტატიარას „უჩალიჩებს“ ივანიშვილი კალაძეს