კახა კუკავა: ბიძინა ივანიშვილმა პარტია მთლიანად პორტირებულ ნაციონალებს ჩაბარა

როგორც მოსალოდნელი იყო, ნინია კაკაბაძის საკითხზე დაწყებულ კონფლიქტში ლიბერალებსა და ე.წ. კონსერვატორებს შორის, ბიძინა ივანიშვილმა ღია და უპირობო მხარდაჭერა ლიბერალურ ფრთას გამოუცხადა, რომელიც ძირითადად „პორტირებული“ ნაციონალებით არის დაკომპლექტებული.

პარტიის პოლიტიკური საბჭოდან გაყვანილი იქნენ ამ დაპირისპირების ინიციატორი გედევან ფოფხაძე, ასევე მასთან დაახლოებული ეკა ბესელია და ირაკლი სესიაშვილი. სამაგიეროდ პოლიტსაბჭოში ადგილები შეინარჩუნეს ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ და მათ დაემატათ არჩილ თალაკვაძე და თამარ ჩუგოშვილი.

პოლიტსაბჭოში განხორციელებული ცვლილებები სრულიად აშკარად აჩვენებს როგორც ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებას ლიბერალური და ეროვნული ფასეულობების მიმართ, ასევე მის გეგმებს 2020 წელთან დაკავშირებით, როდესაც ის გეგმავს „ქართული ოცნების“ სახელით ხელისუფლებაში (პორტირებული) ნაციონალების და „ევროპული საქართველოს“ კოალიციის დაბრუნებას-აცხადებს კახა კუკავა

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალ ეტაპზე ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნა
შემდეგი სტატიასომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე პაშინიანის კანდიდატურა არ დაამტკიცა