სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე პაშინიანის კანდიდატურა არ დაამტკიცა

სომხეთის პარლამენტმა ნიკოლა პაშინიანის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არ დაამტკიცა – “ბიბისი” ავრცელებს. პაშინიანს ხმა 45-მა დეპუტატმა მისცა 55-ის წინააღმდეგ, ორმა თავი შეიკავა. სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის ახალი არჩევნების ჩატარება მხოლოდ 7 დღის შემდეგ არის შესაძლებელი. მეორე ტურში კანიდატი უნდა წარადგინოს არა ცალკეულმა ფრაქციამ, არამედ, დეპუტატების მინიმუმ ერთმა მესამედმა. თუკი მთავრობის ხელმძღვანელს მეორედაც ვერ აირჩევენ, ეს პარლამენტის ავტომატურ დაშლას გამოიწვევს.

banner
წინა სტატიაშიკახა კუკავა: ბიძინა ივანიშვილმა პარტია მთლიანად პორტირებულ ნაციონალებს ჩაბარა
შემდეგი სტატიასენაკში ლენინგრადის 3 ნომერში საცხოვრებელი სახლი იწვის (ვიდეო)