კახა კალაძისა და ალექსეი მილერის ლუქსემბურგში შეხვედრის შესახებ ინფორმაციას “გაზპრომი” ავრცელებს

news
: news დეკემბერი 9, 2015 12:04

კახა კალაძისა და ალექსეი მილერის ლუქსემბურგში შეხვედრის შესახებ ინფორმაციას “გაზპრომი” ავრცელებს

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს ვიცეპრემიერის და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძისა და გაზპრომის ხელმძღვანელის ალექსეი მილერის შეხვედრის თაობაზე რუსული კომპანია ინფორმაციას ავრცელებს.

სხვა სტატიები

საქართველოს ვიცეპრემიერის და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძისა და გაზპრომის ხელმძღვანელის ალექსეი მილერის შეხვედრის თაობაზე რუსული კომპანია ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველომ და გაზპრომმა გაზის ტრანზიტისა და მიწოდების საკითხებზე მსჯელობა განაგრძეს.

გაზპრომის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, გაზპრომის ხელმძღვანელსა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს შორის შეხვედრა ლუქსემბურგში გაიმართა.

კომპანიის განმარტებით, შეხვედრაზე საქართველოს ტეროროტიაზე რუსული გაზის ტრანზიტსა და კომერციულ მიწოდებასთან დაკავშირებულ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდა.

არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხებზე, ასევე, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობასა და პირობებზე საქართველოსა და გაზპრომს შორის მოლაპარაკება დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

news
: news დეკემბერი 9, 2015 12:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,792
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics