კახა კახიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თანამშრომლები დააჯილდოვა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამინისტროს თანამშრომლები დააჯილდოვა. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამსახურეობრივი მოვალეობისსანიმუშოდ შესრულებისთვის თანამშრომელთა დასაჯილდოვებლადსპეციალურად ოთხი ხარისხის სამკერდე ნიშანი შემუშავდა. დღეს კი,პენიტენციური დეპარტამენტის 16 თანამშრომელი მეორე ხარისხის სამკერდენიშნით დაჯილდოვდა, ხოლო სამინისტროს 13 თანამშრომელს მადლობაგამოეცხადა.
„უწყებას ბევრი ღირსეული თანამშრომელი ჰყავს. დღეს დაჯილდოვებულია დამიანების ცხოვრების თითოეული საათი, მიუხედავად უმძიმესი სამუშაოსა,ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდაა მიმართული. სწორედ მათი შრომისშედეგად მივაღწიეთ სიმშვიდეს. პირველ ეტაპზე, ყველაზე მობილური ჯგუფიდავაჯილდოვეთ. ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება, რათაშეუმჩნეველი არ დარჩეს არცერთი თანამშრომლის ღვაწლი. ჩემი აზრით,მსგავსი სახის ჯილდო ფულად წახალისებაზე მნიშვნელოვანია, რადგან ესმათ სიცოცხლის ბოლომდე დარჩებათ“, – განაცხადა კახა კახიშვილმა და აღნიშნა, რომ უნდა დაფასდეს იმ პირთა მუშაობა, რომლებსაც თავიანთიყოველდღიური საქმიანობით სისტემისა და ქვეყნის განვითარებაში უდიდესიწვლილი შეაქვთ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა უწყების თანამშრომლებს დასრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მათ ერთიან, ძლიერ საქართველოში ცხოვრება უსურვა. დაჯილდოვებულმა თანამშრომლებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს დაფასებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ჯილდო ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც თითოეული მათგანი სრულად აცნობიერებს და იზიარებს.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული აფხაზეთის პროკურატურა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებას უარყოფს
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ტერიტორიაზე „მრავალჟალიერის“ ხმა ისმოდა