“ჯინო” – ქართული 3D ანიმაცია

მსოფლიოში ყველზე დიდმა და პრესტიჟულმა CG ანიმაციურმა პორტალმა, დღეს, ქართულ ანიმაციურ ფილმ “ჯინოს” სტატია მიუძღვნა და მისი თრეილერიც გამოაქვეყნა.
ჯინო “ლირა პროდაქშენის” ანიმაციურ სტუდიაში 15-მა მხატვარმა, მუსიკოსმა და პროდიუსერმა შექმნა საქართველო-გერმანიიდან. ანიმაციის გაკეთების პროცესი 3 წელი გაგრძელდა. ანიმაციაში გამოყენებულია ბაყაყების ენა და ორიგინალური მუსიკა, რომელიც მათი გარემოსთვის არის დამახასიათებელი.

“როცა ჩვენ ვანადგურებთ რაიმეს, რაც ადამიანს გაუკეთებია, მას ვანდალიზმს ვეძახით, ხოლო, როცა ჩვენ ბუნებას ვანადგურებთ, მას პროგრესი ქვია” – ეს არის ანიმაციის მთავარი მესიჯი, ამბობს ჯგუფი – ნათქვამია CG ანიმაციური პორტალის სტატიაში, სადაც აღნიშნულია ასევე, ის, რომ პროექტმა 2013 წელს “Robert Bosh Schtiftung Film”- ის პრიზი და ასევე 2014 წელს საქართველოს ეროვნული ფილმების ცენტრის გრანტი მოიპოვა.
ქართულ “ჯინოს”, რომელიც 3D-შია გაკეთებული, მაყურებელი წელს, ივნისში იხილავს – აღნიშნულია სტატიაში.

წყარო

 

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: ე.წ აფხაზმა მებაჟემ გალის რაიონის მკვიდრი მოკლა
შემდეგი სტატიაამ წუთებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მთავარი პროკურორი ხვდება