ექსკლუზივი: ე.წ აფხაზმა მებაჟემ გალის რაიონის მკვიდრი მოკლა

გალში გადასვლა შესაძლოა ერთჯერადი საშვებით მოხდეს „თაიმერისთვის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, ე.წ აფხაზმა მებაჟემ ე. წ. ხურჩა-ნაბაკევის გადასავლელზე, ცეცხლსასროლი იარაღი გალის რაიონის მკვიდრი, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა. ამ წუთებში, როგორც “თაიმერის” წყარო აცხადებს, ე. წ. ხურჩა-ნაბაკევის გადასავლელის ერთ მხარეს რუსეთის სასაზღვრო ძალები, მეორე მხარეს კი, ქართული ძალები არიან მობილიზებულნი. მკლვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ მოკლულია ბარღების მკვიდრი გ. ოთხოზორია. ცხედარი ზუგდიდ პროზექტურაშია გადასვენებული

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკას აფინანსებს.
შემდეგი სტატია“ჯინო” – ქართული 3D ანიმაცია