იუნკერთა მემორიალთან თბილისის დამცველის დღე აღინიშნა

news
: news თებერვალი 21, 2016 15:25

იუნკერთა მემორიალთან თბილისის დამცველის დღე აღინიშნა

მნიშვნელოვანი

  • „აქ ამოვედით ამ მეომრების გასახსენებლად და ფრონტის ხაზის გაყოლებით მოვაწყვეთ ლაშქრობა. აღვადგინეთ ძველი დროშები და შევიძინეთ ეკიპირება. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდთან თანამშრომლობა კიდევ გაგრძელდება, რის შედეგადაც ლეგიონი მთელი საქართველოს მასშტაბით შეძლებს ლაშქრობების მოწყობას“,- განაცხადა პაატა გიგაურმა.

სხვა სტატიები

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულმა ლეგიონმა, რუსული ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, იუნკერთა მემორიალთან თბილისის დამცველის დღე აღნიშნეს.

ასევე, აღდგენილი ქართული საბრძოლო დროშების პრეზენტაცია გაიმართა და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული თანატოლების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვეტერანთა საკითხებში ალექსანდრე ბარბაქაძე ესწრებოდა.

„გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონთან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს. სწორედ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით მოხდა ძველი საბრძოლო დროშების აღდგენა. მოხარული ვარ, რომ ეს ახალგაზრდები ჩართულები არიან ამ საქმეში. ლეგიონი არა მხოლოდ სამხედრო მომზადებას გადის და სკაუტების პოპულარიზაციას ეწევა, არამედ საქართველოს ისტორიის შესწავლის მიმარულებითაცაა ჩართული ქვეყნის მშენებლობის საქმეში“, -აღნიშნა ალექსანდრე ბარბაქაძემ.

დროშების პრეზენტაციის შემდეგ, რუსული ოკუპაციის შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა. მოგვიანებით კი, ახალგაზრდები იმ პოზიციებზე განლაგდნენ, სადაც 95 წლის წინ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა.

როგორც გენერალ მაზნიაშილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის გამგეობის წევრმა პაატა გიგურმა განაცხადა, ლეგიონი თბილისის დაცველთა დღეს ტრადიციულად, ყოველ წელს აღნიშნავს.

„აქ ამოვედით ამ მეომრების გასახსენებლად და ფრონტის ხაზის გაყოლებით მოვაწყვეთ ლაშქრობა. აღვადგინეთ ძველი დროშები და შევიძინეთ ეკიპირება. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდთან თანამშრომლობა კიდევ გაგრძელდება, რის შედეგადაც ლეგიონი მთელი საქართველოს მასშტაბით შეძლებს ლაშქრობების მოწყობას“,- განაცხადა პაატა გიგაურმა.

news
: news თებერვალი 21, 2016 15:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,350
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics