გამტაცებლების ნათესავებმა ქრთამი გადაუხადეს სამართალდამცავებს – სამირა ბაირამოვას დედა

ვითარება ფონიჭალაში რამდენჯერმე დაიძაბა. პირველად ეს მოხდა, დაახლოებით, 12 საათზე, როდესაც აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს. რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო თბილისი-რუსთავის მთავარი გზა გადაკეტილი.

მოგვიანებით დაპირისპირება მოხდა პოლიციიის შენობასთან, როდესაც ოჯახის წევრებმა საპატრულო პოლიციის შენობაში შეჭრა კიდევ ერთხელ სცადეს და დეტალების გაცნობა მოითხოვეს გამომძიებლისგან.

ტერიტორიაზე საკრებულოს დეპუტატიც იმყოფებოდა.

“ჩვენ გზა გავხსენეით მხლოლოდ ერთი პირობით, რომ პოლიცია საქმეს უშუალოდ გამომძიებლებთან ერთად გაგვაცნობდა. თუმცა, ეს ასე არ მოხდა. მე ვიცი, რომ გამტაცებლების ნათესავებმა ქრთამი გადაუხადეს სამართალდამცავებს. მშობლები პეტერბურგიდან ჩამოვიდნენ და სწორედ მათ მოისყიდეს ისინი, ამიტომ არ მიბრუნებენ ქალიშვილს,“ – განაცხადა სამირა ბაირამოვას დედამ.

საკრებულოს დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის, თქმით, ასეთი ინფორმაციის გაჟღერება ხშირ შემთხვევაში არ არის მართებული.

“ეს არის სამძებრო პროცესი და მუშაობენ ჩვეულებრივად და ასეთი ინფორმაციის გაჟღერება ხშირ შემთხვევაში არ არის მართებული და ხელიშემშლელია თვითონ პროცესისთვის. ვისაც საჭიროა, ველაპარაკე შინაგან საქმეთა სამინისტროშიც და, შესაბამსიად, აქაც არის სამმართველოს რაიონის უფროსი მოსული და არკვევს ყველაფერს. მიმდინარეოსბ ძიება,“ – აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიიუნკერთა მემორიალთან თბილისის დამცველის დღე აღინიშნა
შემდეგი სტატიახობის მოსახლეობა გახარჯული ელექტროენერგიის გადასახადის განახევრებას ითხოვს