ირაკლი სესიაშვილი: აშშ-ს კონგრესის რეზოლუციაში კიდევ ერთხელ ხაზი ესმევა, რომ ჩვენ საერთო ინტერესი გვაქვს

საქმე გვაქვს პიროვნულ უთანხმოებასთან და არა პარტიებს შორის დაპირისპირებასთან

კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენი პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერას, მიღებულ რეზოლუციას, სადაც მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვის არის გამოყოფილი მორიგი დახმარება, მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებისათვის, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების სხდომაზე.

მისივე თქმით, ჯერ არ არის ცნობილი კონკრეტულად რას მოხმარდება აღნიშნული თანხა.

„ამ რეზოლუციაში კიდევ ერთხელ ხაზი ესმევა ჩვენს პარტნიორობას და იმას, რომ ჩვენ საერთო ინტერესი გვაქვს – რეგიონის, ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, სადაც მე ვიტყოდი, რომ მართლაც გამორჩეული პარტნიორები ვართ. მთავრობები ერთმანეთთან მუშაობენ. განისაზღვრება პრიორიტეტები და სწორედ ამის შემდეგ კონკრეტულად მიიმართება ეს თანხები. კონკრეტულად, ამ ეტაპზე საუბარი ნაადრევია”, -აღნიშნა სესიაშვილმა.

აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტში საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი.

დოკუმენტი 375 ხმით უკვე დაამტკიცა კონგრესის ქვედა პალატამ. მასში ხაზგასმულია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, გამოთქმულია მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

2017 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი შეერთებული შტატების მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის 4 მილიარდზე მეტი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი მაიკლ კარპენტერს შეხვდა
შემდეგი სტატიათავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია