თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი არ აკონკრეტებს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე მხარს ემზარ კვიციანს დაუჭერს თუ ირაკლი აბესაძეს.

როგორც ნარჩემაშვილმა აღნიშნა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია, რაც ტექნიკურ საკითხებს უკავშირდება.

“ეს საკითხი შემოვა და ჩემს გადაწყვეტილებას მაშინ გაიგებთ”, – აცხადებს ნარჩემაშვილი.

კობა ნარჩემაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე მხარი ემზარ კვიციანს დაუჭირა, თუმცა კენჭისყრაზე რვა ხმა ირაკლი აბესაძემ მიიღო.

იქიდან გამომდინარე, რომ აბესაძის არჩევას ცხრა ხმა სჭირდებოდა, თანამდებობა ამ დრომდე ვაკანტურია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი: აშშ-ს კონგრესის რეზოლუციაში კიდევ ერთხელ ხაზი ესმევა, რომ ჩვენ საერთო ინტერესი გვაქვს
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე: პრემიერსა და ქუმსიშვილს შორის, სერიოზული დაპირისპირებაა