გიორგი მარგველაშვილი: სხვა კონსტიტუციურ ფორმატს, სადაც ასეთი მაღალი გადაწყვეტილებები არის მიღებული, ჩვენ არ ვიცნობთ

news
: news დეკემბერი 4, 2015 21:11

გიორგი მარგველაშვილი: სხვა კონსტიტუციურ ფორმატს, სადაც ასეთი მაღალი გადაწყვეტილებები არის მიღებული, ჩვენ არ ვიცნობთ

უშიშროების საბჭო არის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანო, სადაც ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო პირები მსჯელობენ თავდაცვისუნარიანობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ხომ არ არის ცნობილი პრემიერის არდასწრების მიზეზი.
“სხვა კონსტიტუციურ ფორმატს, სადაც ასეთი მაღალი გადაწყვეტილებები არის მიღებული, ჩვენ არ ვიცნობთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრებზე ჩვენ ერთიან პოზიციებზე ვიყოთ და ეს ერთიანი პოზიცია აძლიერებდეს და ამტკიცებდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც განიხილეს ქვეყნის თავდაცვის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი საკითხები. მისივე თქმით, რამდენიმე გეგმა დამტკიცდა, ასევე შეთანხმდნენ კოორდინირებულ მუშაობაზე.
“ამასთან ერთად, განსახილველი საკითხები ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით და კიდევ თავდაცვითი რამდენიმე გეგმასთან დაკავშირებით, გადავიტანეთ შემდეგი სხდომისთვის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

news
: news დეკემბერი 4, 2015 21:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,732
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics